Skip to Content

ცაგერის LAG-ის საერთო კრება

28 თებერვალი, 2025 by
ცაგერის LAG-ის საერთო კრება
Tsageri LAG

მიმდინარე წლის 30 იანვარს ჩატარდა ცაგერის LAG-ის წევრთა საერთო კრება, რომელსაც ორგანიზაციის 44 წევრიდან ესწრებოდა 26 წევრი.  

საერთო კრებამ მოისმინა ორგანიზაციის საქმიანობის ანგარიში, რომელიც წარმოადგინა ცაგერის LAG-ის თავმჯდომარემ.  

საერთო კრებაზე შემდეგი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული: 

  • ცვლილება შევიდა LAG-ის წესდებაში, რომლის თანახმად, ორგანიზაციის მმართველი საბჭოსა და თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 2 წლით; 
  • განახლდა LAG-ის მმართველი საბჭოს შემადგენლობა - ახლადარჩეულ მმართველ საბჭოში 2 ახალი წევრია; 
  • შემდეგი 2 წლის განმავლობაში LAG-ს უხელმძღვანელებს გვანცა ჭაბუკიანი. 

ცაგერის LAG-ის წევრთა საერთო კრება ჩატარდა პროექტის „მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე“ მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) ფარგლებში.