Skip to Content

პროგრამირების სკოლა ტექნოლოგიებით დაინტერესებულებისთვის

7 აგვისტო, 2025 by
პროგრამირების სკოლა ტექნოლოგიებით დაინტერესებულებისთვის
Tsageri LAG

თუ ხარ 15-17 წლის და ცხოვრობ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, შემოუერთდი ევროკავშირის მიერ სრულად დაფინანსებულ 8-თვიან პროგრამირების სკოლას და დაეუფლე პროგრამირების საფუძვლებს. გადადგი პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიურ სფეროში! 

რატომ უნდა დარეგისტრირდე პროგრამირების სკოლაში? 

  • სწავლება სრულად დისტანციურია - შენ შეგიძლია დაეუფლო პროგრამირების საფუძვლებს რეგიონის დატოვების გარეშე 
  • სწავლის პროცესში უზრუნველყოფილია მენტორის ინდივიდუალური მხარდაჭერა 
  • შესაძლებლობა გეძლევა გაიარო სტაჟირება საქართველოს წამყვან კომპანიებში  

რეგისტრაცია უკვე დაიწყო - ადგილები შეზღუდულია! 

 პროგრამირების სკოლა დაიწყება სექტემბერში 

Studies at the programming school will begin in September. 

განაცხადის შესავსებად მიყევი ბმულს: https://forms.gle/KycqFdFCh3wDjrV5A 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადი ბმულზე: https://irc.ge/index.php?m=166&news_id=200 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვირეკე: +995 597 91 77 06, ან მოგვწერე: studentsitschool@gmail.com 

საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია „ჩვენ ვქმნით მომავალს“, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე“ (ENPARD IV) ფარგლებში.