Skip to Content

ცაგერის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია (LDS)

2024 წელს ცაგერის LAG-მა შეიმუშავა ადილობრივი განვითარების სტრატეგია, ცაგერის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების - სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების, ბიზნეს სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობითა და LEADER მიდგომის გამოყენებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით.

სტრატეგია მოიცავს 2024-2028 წლებს და ამ წლებში ცაგერის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი, პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მოვახდინოთ ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების მუნიციპალიტეტის ხედვის ხორცშესხმა, რაც მოიაზრებს:

01

მუნიციპალიტეტს, სადაც განვითარებულია მრავალფეროვანი სამეწარმეო
საქმიანობა, სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებით ბიო მეურნეობები, და რომლის
პროდუქციაც გადის საქართველოს ფარგლებს გარეთ

02


ადგილს, რომელიც მკაფიოდ არის აღნიშნული რუკაზე როგორც მრავალფეროვანი
ტურიზმის დანიშნულების წერტილი

03

თემს, სადაც ცხოვრების დონე მუდმივად იზრდება და რომელსაც უბრუნდება
მუნიციპალიტეტიდან წასული ახალგაზრდობა ადგილზე განვითარებისა და
საინტერესო ცხოვრების შესაძლებლობის გამო

04

სუფთა და უსაფრთხო გარემოს, სადაც საზოგადოების ყველა წევრს უხარია ცხოვრება, აქვთ წვდომა მრავალფეროვან სერვისებზე, კულტურულ,
საგანმანათლებლო და სპორტულ სივრცეებსა და ღონისძიებებზე, და შეუძლიათ საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების რეალიზება 

ამ ხედვის მისაღწევად, ჩვენ განვსაზღვრეთ ოთხი პრიორიტეტული მიმართულება 


ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობა, როგორც მუნიციპალიტეტის გაძლიერების ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულება.

ამ მიმართულებით ჩვენ ვიმუშავებთ, რათა:

გავზარდოთ ცაგერის მუნიციპალიტეტის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის ცნობადობა - ცაგერი, როგორც ტურისტული
დანიშნულების ადგილი, ნაკლებადაა ცნობილი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მოგზაურებს შორის. მუნიციპალიტეტში ტურიზმის პოპულარიზაციის გარეშე რთული იქნება მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ტურისტული ნაკადების მოზიდვა. შესაბამისად, ამ ამოცანის მიზანია ცაგერის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაცია, როგორც ტურიზმის დანიშნულების ადგილი, რამაც უნდა გაზარდოს მოგზაურებს შორის ცაგერის მუნიციპალიტეტით დაინტერესება მოგზაურობის დაგეგმვის პროცესში.

ხელი შევუწყოთ მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების განვითარებას - ცაგერის მუნიციპალიტეტს აქვს ვიზიტორებისთვის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შეთავაზების პოტენციალი, თუმცა, დღეისთვის პროდუქტები საკმაოდ ერთფეროვანია და ვიზიტორების რაოდენობის პოტენციური ზრდის პირობებშიც კი, ვიზიტორებისგან მუნიციპალიტეტში მიღებული შემოსავალი იქნება საკმაოდ შეღუდული. შესაბამისად, მნიშნელოვანია პროდუქტების დივერსიფიცირება იმისთვის, რომ (1) მაქსიმალურად განსხვავებული გემოვნების ვიზიტორების დაინტერესება მოხდეს მუნიციპალიტეტით და (2) ხელშეწყობილი იყოს ვიზიტორების მხრიდან მუნიციპალიტეტში მზარდი თანხების დახარჯვა. ეს ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ტურიზმის შემდგომ განვითარებას და ადგილზე დასაქმების ახალი შესაძლებლობების გაჩენას.

ხელი შევუწყოთ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას - ცაგერის მუნიციპალიტეტს აქვს სუსტად განვითარებული ტურისტული
ინფრასტრუქტურა, თუმცა მოცემულ ეტაპზე ვიზიტორთა რიცხვიც საკმაოდ მცირეა. იმისთვის, რომ ტურიზმის სექტორი განვითარდეს, გარდა
საინფორმაციო კამპანიისა და პროდუქტების დივერსიფიცირებისა, მნიშვნელოვანია, ტურისტული ინფრასტრუქტურა იყოს შესაბამისად
განვითარებული. შესაბამისად, ამოცანის მიზანია ისეთი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის თანხვედრას მოსალოდნელი მზარდი ტურისტული ნაკადების დასაკმაყოფილებლად.

დავეხმაროთ ტურიზმის სექტორში მცირე და საშუალო მეწარმეობას - ცაგერის მუნიციპალიტეტში სტრატეგიის მომზადების მომენტისთვის ტურიზმის სექტორში მცირე და საშუალო მეწარმეობა ძალიან სუსტადაა განვითარებული. მუნიციპალიტეტში სულ რამდენიმე განთავსების ობიექტია წარმოდგენილი, ასევე სუსტადაა განვითარებული ტურიზმის სხვა მხარდამჭერი სამეწარმეო საქმიანობაც, რაც მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორის წინ წამოსაწევად. შესაბამისად, მეოთხე ამოცანა განისაზღვრა სწორედ ტურიზმის სექტორში მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა, რაც აუცილებელია ზოგადად, ტურიზმის განვითარებისთვის მუნიციპალიტეტში.

სოფლის მეურნეობის სექტორის, როგორც ერთ-ერთი ტრადიციული მიმართულების განვითარების ხელშეწყობა, სადაც, ადგილობრივი მოსახლეობის გამოცდილების გარდა, ცაგერს - სუფთა ჰაერითა და წყლით, კონკურენტული უპირატესობა აქვს საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით.

ამ მიმართულებით ჩვენ ვიმუშავებთ, რათა:

ცაგერის მუნიციპალიტეტის, როგორც ნატურალური და ბიოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელი ადგილის ცნობადობის გაზრდა - ცაგერის მუნიციპალიტეტს ნაკლებად აქვს რესურსი, დიდ მასშტაბებეზე აწარმოოს სოფლის მეურნეობის პროდუქტები, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი, ნაკლებადაა ცნობილი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მოგზაურებს შორის. მუნიციპალიტეტში ტურიზმის პოპულარიზაციის გარეშე რთული იქნება მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ტურისტული ნაკადების მოზიდვა. შესაბამისად, ამ ამოცანის მიზანია ცაგერის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაცია, როგორც ტურიზმის დანიშნულების ადგილი, რამაც უნდა გაზარდოს მოგზაურებს შორის ცაგერის მუნიციპალიტეტით დაინტერესება მოგზაურობის დაგეგმვის პროცესში.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერაცაგერის მუნიციპალიტეტში დღეის მონაცემებით სოფლის მეურნეობის სექტორში ძირითადად, განვითარებულია პირველადი წარმოება - ნედლეულის წარმოება, რაც შედარებით ნაკლებად მომგებიანია ფერმერისთვის და ნაკლებად იძლევა განვითარების შესაძლებლობას. ეს, გარკვეულწილად, განაპირობებს იმას, რომ მოსახლეობის თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა (გარდა შინამეურნეობების 4%) სოფლის მეურნეობის პროდუქციას აწარმოებს მხოლოდ შინამეურნეობის მოხმარებისთვის და არა რეალიზაციისთვის. შესაბამისად, ადგილობრივი სამოქმედო სტრატეგიით განისაზღვრა ეს ამოცანა, რომელიც მიზნად ისახავს ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სექტორში მცირე და საშუალო მეწარმეობის, განსაკუთრებით კი გადამამუშავებელი წარმოებისა და ბაზრებზე ინოვაციური წვდომის სხვადასხვა ფორმების განვითარების ხელშეწყობას.

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და დივერსიფიკაცია, ვინაიდან ცაგერის მუნიციპალიტეტში სამეწარმეო საქმიანობა საკმაოდ ერთგვაროვანია, ხოლო დივერსიფიკაცია შეამცირებს რისკებს და ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ გაძლიერებას

ამ მიმართულებით ჩვენ ვიმუშავებთ, რათა:

ადგილობრივ მოსახლეობაში ავამაღლოთ მეწარმეობის შესახებ ცნობიერებისა და უნარები - ცაგერის მუნიციპალიტეტში მცირე და საშუალო მეწარმეობა სუსტადაა განვითარებული და, იმავდროულად, პროექტის „მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე“ ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, რომ მეწარმეობის მხრივ ნაკლები ინტერესი ან/და უნარები და ცოდნაა მოსახლეობაში. შესაბამისად, ამ ამოცანის მიზანია ცაგერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაინტერესება მეწარმეობით და მათი, ვინც დაინტერესედებიან მეწარმეობით, შესაბამისი უნარებით აღჭურვა.

ხელი შევუწყოთ ცაგერის მუნიციპალიტეტში მცირე და საშუალო ბიზნესის დივერსიფიკაციას - ცაგერის მუნიციპალიტეტში მცირე და საშუალო ბიზნესი ძირითადად ერთგვაროვანია და უმეტესწილად, სეზონურ მიმართულებებშია წარმოდგენილი, რაც ზრდის მუნიციპალიტეტის დამოკიდებულებას კონკრეტულ სექტორებზე. პროექტის „მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე“ ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, რომ ძირითადი მიზეზი, თუ რატომაც არ იწყებენ პირები ბიზნესს ცაგერის მუნიციპალიტეტში ადგილობრივები არის საწყისი კაპიტალის ნაკლებობა, ხოლო, როცა საქმე ეხება სხვადასხვა საგრანტო კონკურსებსა და პროგრამებს, მონაწილეობის არ-მიღების მთავარი მიზეზია - იდეების ნაკლებობა. შესაბამისად, ამ ამოცანის მიზანია ცაგერის მუნიციპალიტეტში მცირე და საშუალო სექტორის განვითარების ხელშეწყობა დივერსიფიკაციისა და კაპიტალთა გაუმჯობესებული წვდომით.


ახალგაზრდობის მხარდაჭერა მუნიციპალიტეტიდან ახალგაზრდების გადინების შესამცირებლად და უკვე წასული ახალგაზრდების მოტივირებისთვის, დაბრუნდნენ და ადგილზე განაგრძონ საქმიანობა.

ამ მიმართულებით ჩვენ ვიმუშავებთ, რათა:

მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის შევქმნათ სოციალიზაციისა და მათთვის საინტერესო შესაძლებლობები - სტრატეგიის
მომზადების პროცესში ახალგაზრდების ერთ-ერთი წუხილი იყო სოციალიზაციისა და საინტერესო ცხოვრების ნაკლებობა თავად
მუნიციპალიტეტში, რაც მათ უბიძგებთ, სხვაგან ეძიონ უფრო საინტერესო და პერსპექტიულ ცხოვრებას. ამ ამოცანის მიზანია ახალგაზრდებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც მათთვის მიმზიდველს გახდის ცაგერის მუნიციპალიტეტში ცხოვრებას.

მხარი დავუჭიროთ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ადგილზე პერსპექტიული/მოთხოვნადი უნარებისა და ცოდნის შეძენას - ცაგერის მუნიციპალიტეტში გარდა სკოლამდელი და სასკოლო განათლების დაწესებულებისა შესაძლებლობები ადგილზე პერსპექტიული და
მოთხოვნადი უნარებისა და ცოდნის შეძენა ფაქტიურად შეუძლებელია. ეს, შესაბამისად, ფაქტიურად შეუძლებელს ხდის ცაგერის მუნიციპალიტეტში მყოფი ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სხვაგან წასვლის სურვილი/შესაძლებლობა არ აქვთ, ადგილზე შეიძინონ მათი განვითარებისა და თვითრეალიზაციისთვის მნიშვნელოვანი ცოდნა და უნარები.



2024-2028 ცაგერის LDS

ჩამოტვირთეთ აქ 

2024-2028 ცაგერის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის 


ჩამოტვირთეთ აქ