თუ ხარ 15-17 წლის და ცხოვრობ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, შემოუერთდი ევროკავშირის მიერ სრულად დაფინანსებულ 8-თვიან პროგრამირების სკოლას და დაეუფლე პროგრამირების საფუძვლებს. გადადგი პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიურ სფეროში!
რატომ უნდა დარეგისტრირდე პროგრამირების სკოლაში?
- სწავლება სრულად დისტანციურია - შენ შეგიძლია დაეუფლო პროგრამირების საფუძვლებს რეგიონის დატოვების გარეშე
- სწავლის პროცესში უზრუნველყოფილია მენტორის ინდივიდუალური მხარდაჭერა
- შესაძლებლობა გეძლევა გაიარო სტაჟირება საქართველოს წამყვან კომპანიებში
რეგისტრაცია უკვე დაიწყო - ადგილები შეზღუდულია!
პროგრამირების სკოლა დაიწყება სექტემბერში
Studies at the programming school will begin in September.
განაცხადის შესავსებად მიყევი ბმულს: https://forms.gle/KycqFdFCh3wDjrV5A
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადი ბმულზე: https://irc.ge/index.php?m=166&news_id=200
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვირეკე: +995 597 91 77 06, ან მოგვწერე: studentsitschool@gmail.com
საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია „ჩვენ ვქმნით მომავალს“, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე“ (ENPARD IV) ფარგლებში.