ჩვენს შესახებ
ცაგერის LAG დაფუძნდა 2024 წლის 21 თებერვალს და ჩვენი მისიაა გავაერთიანოთ ადგილობრივი მაცხოვრებლები, ბიზნესები, სამოქალაქო საზოგადოება და საჯარო სექტორი მუნიციპალიტეტის სამომავლო ხედვის შექმნისა და ისეთი პროექტების განხორციელების გარშემო, რომლებიც გააძლიერებენ ჩვენს ეკონომიკას, გარემოსა და ცხოვრებას.
ცაგერის LAG ეფუძნება ევროკავშირის LEADER (სოფლის ეკონომიკის განვითარების ღონისძიებებს შორის კავშირი) მიდგომას, რომლის მიზანია ადგილობრივი აქტორების ჩართულობის უზრუნველყოფა რეგიონის გავითარებაში. საქმიანობის განხორციელებისას ჩვენ ვხელმძღვანელობთ თანასწორობის, გამჭვირვალობისა და ადგილობრივი გაძლიერების პრინციპებით, რათა უზრუნველვყოთ:
- მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე მორგებული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელების მხარდაჭერა.
- სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და სხვა ადგილობრივი პრიორიტეტული მიმართულებებით ინოვაციების წახალისება.
- მეწარმეობის მხარდაჭერა და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების განვითარება.
- ჩვენი მდიდარი კულტურული და ბუნების მემკვიდრეობის მდგრადი გამოყენების პოპულარიზაცია.
ცაგერის LAG წარმოადგენს ერთგვარ ხიდს ადგილობრივ თემებსა და განვითარების შესაძლებლობებს შორის - რომელიც ხელს უწყობს საჭიროებების გამოვლენას, რესურსების მობილიზებასა და ხელშესახები შედეგების შექმნას საცხოვრებელი გარემოს გასაუმჯობესებლად. სწორედ ამ როლიდან გამომდინარე, ცაგერის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის მიზანია:
ცაგერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
ჩვენ გვჯერა, რომ ცაგერის სწრაფად და მდგრადად განვითარება შესაძლებელია, თუ ამ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული ის ადამიანები, ვინც აქ ცხოვრობენ და მუშაობენ. სწორედ ამიტომ, ჩვენს საქმიანობაში ვაერთიანებთ სხვადასხვა ინტერესისა და შესაძლებლობების ადამიანებს, ორგანიზაციებს და ვიწვევთ ახალ წევრებსაც, ვისაც სურთ, თავიანთი წვლილის შეტანა მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
წევრების შესახებ
დღეისთვის ცაგერის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფს ჰყავს 44 წევრი.
წევრები სექტორების მიხედვით