LAG-ის წევრის უფლება-მოვალეობები
წევრის უფლებები
საერთო კრებაში მონაწილეობა
ყველა წევრს აქვს უფლება, მონაწილეობდეს საერთო კრების მუშაობაში.
მმართველი საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელება
ყველა წევრს აქვს უფლება, წარადგინოს მმართველი საბჭოს წევრობის კანდიდატი.
აირჩიოს და იყოს არჩეული მმართველ საბჭოში
ყველა წევრს აქვს უფლება აირჩიოს და იყოს არჩეული ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ან სხვა სტრუქტურულ ერთეულში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).სათათბირო ხმის უფლება
ყველა წევრს აქვს მმართველ საბჭოში სათათბირო ხმით მონაწილეობის უფლება.LAG-ის აქტივობებში მონაწილეობა
ყევლა წევრს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის აქტივობებში შესაძლებლობებისა და ინტერესის შესაბამისად.იყოს ინფორმირებული
ყველა წევრს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია ორგანიზაციის აქტივობების შესახებ.გამოიყენოს რესურსები
ორგანიზაციის მიზნებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, ყველა წევრს აქვს უფლება გამოიყენოს ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაცია, მატერიალური და ტექნიკური რესურსები.წევრის მოვალეობები
წესების დაცვა
ყველა წევრი ვალდებულია, დაიცვას ორგანიზაციის წესდება.
რეპუტაციის გაფრთხილება
ყველა წევრი ვალდებულია მოუფრთხილდეს ორგანიზაციის ბიზნეს რეპუტაციასა და ქონებას.
პატივისცემა
ყველა წევრი ვალდებულია, პატივი სცეს სხვა წევრებს და მიჰყვეს ეთიკის ნორმებს.