ჩვენი გუნდი სიამაყით წარმოგიდგენთ 20 ადამიანს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს შერჩევის ეტაპი და შეირჩნენ გიდების გადამზადების პროგრამაში!
პროგრამაში მონაწილეობენ ადამიანები ლეჩხუმის სხვადასხვა სოფლიდან — ისინი ასაკით, გამოცდილებითა და ისტორიებით განსხვავდებიან, თუმცა ყველას აერთიანებს ერთი მიზანი: სურვილი, უკეთ გაეცნონ საკუთარ კუთხეს და ლეჩხუმის სილამაზე სხვებსაც გააცნონ.
მათ ელით
🔹 საინტერესო თეორიული სესიები;
🔹 პრაქტიკული საველე გასვლები;
🔹 ახალი ცოდნა ტურიზმის სფეროში;
🔹 სერტიფიკატი კურსის წარმატებით გავლისას!
ნოემბრიდან ისინი დაიწყებენ ახალი აღმოჩენების გზას.
პროგრამა სრულად დაფინანსებულია - მონაწილეები ტრენინგ კურსს გაივლიან სრული დაფინანსებით.
პროგრამას ახორციელებს ცაგერის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი (LAG Tsageri) ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის — „მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე“ (ENPARD IV) ფარგლებში.




















