Skip to Content

სასწავლო ვიზიტი ქედას LAG-ში

13 თებერვალი, 2025 by
სასწავლო ვიზიტი ქედას LAG-ში
Tsageri LAG

ევროკავშირის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 5-6 თებერვალს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთისა და გურიის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების (ლაგების) წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ქედის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ. 

ვიზიტის ფარგლებში, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ახალშექმნილი ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების წარმომადგენლები შეხვდნენ ქედის ლაგის წარმომადგენლებს, გაეცნენ მათ გამოცდილებას ლაგის შექმნის, ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებისა და საქმიანობის შესახებ; ხოლო GALAG-ის თავმჯდომარემ, ნინო ტიკურიშვილმა მიაწოდა მათ ინფორმაცია GALAG-ის შესახებ. 

სამუშაო ვიზიტის მიზანი იყო ლაგებს შორის გამოცდილების გაზიარება, მოსაზრებების გაცვლა და შესაძლო თანამშრომლობის განხილვა. 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთისა და გურიის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების წარმომადგენლებმა ქედის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის დაფინანსებით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ბიზნეს პროექტები Château Iveri • შატო ივერი; კერკი • Kerki; KAI FRIES კაი ფრი;  Hill Inn • ჰილლ ინნ; Zipline Makhuntseti მოინახულეს. 

სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის ENPARD 4 პროგრამის ფარგლებში, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრისა (IRC) და CENN-ის პროექტის „მწვანე გურია - ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ თანამშრომლობით გაიმართა.