Skip to Content

მნიშვნელოვანი ინფორმაცია წევრობის შესახებ

რომელი სექტორებია წარმოდგენილი ცაგერის LAG-ში


ცაგერის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფში ერთიანდებიან ადგილობრივი საჯარო, სამეწარმეო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.  


ვინ ითვლება საჯარო სექტორის წარმომადგენლად

საჯარო სექტორის წარმომადგენლებად ითვლებიან ცაგერის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მოქმედი: 

  • ადგილობრივი თვითმმართვლობის ორგანო, მისი თანამშრომლები;
  • სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების (სამინისტრო, დეპარტამენტი, სსიპ-ი და ა.შ.) რეგიონული/ტერიტორიული სამსახურების თანამშრომლები;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირები და მათი ხელმძრვანელები;
  • კერძო სამართლის იურიდიული პირები და მათი ხელმძღვანელები, სადაც სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობა (ან მისი რომელიმე ორგანო) ფლობს წილს და/ან წარმოდგენილია მმართველ ორგანოში. 


ვინ ითვლება სამეწარმეო სექტორის წარმომადგენლად

სამეწარმეო სექტორის წარმომადგენლად ითვლება ფიზიკური პირი, ან იურიდიული პირი, რომელიც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ეწევა სამეწარმეო საქმიანობას.   


ვინ ითვლება კერძო სექტორის წარმომადგენლად

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლად ითვლება ფიზიკური პირი, საინიციატივო ჯგუფი (არარეგისტრირებული კავშირი) ან იურიდიული პირი, რომელიც ცხოვრობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან/და თავისი საქმიანობით მჭიდრო კავშირი აქვს მუნიციპალიტეტთან.

როგორ გავხდე წევრი


წევრობის მსურველი პირი დადგენილი ფორმის განცხადებით მიმართავს ორგანიზაციის აღმასრულებელ ორგანოს - მმართველ საბჭოს, რომელიც წყვეტს პირის წევრად მიღების საკითხს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 3 (სამი) თვის ვადაში. მმართველი საბჭოს უარი პირის წევრად მიღების თაობაზე, წევრობის მსურველს ეცნობება წერილობით. 

ორგანიზაციის დამფუძნებლები და შემდგომ გაწევრიანებული პირები თანაბარი სტატუსით სარგებლობენ. 


ჩამოსატვირთი


ცაგერის LAG-ის წესდების ჩამოტვირთვა შეგიძლიათ აქ